სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ალგეთი, ზირბითი, გოხნარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში თელეთი, მუხრან თელეთი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაზრეთი, კიანეთი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთასი ტოლსტოის, ჯავახიშვილის, რჩეულიშვილის, ბერიტაშვილის, ჩაპაევის, 17-ე მიკრორაიონის კორპუსების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.