საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქუთაისში იყო და მისმა სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა. ქუთაისში მიწისქვეშა ბიძგები 2-ჯერ განმეორდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას ქუთაისში რაიმე დაზიანება არ მოყოლია. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არც გამოძახება დაფიქსირებულა.