ქვემო ქართლის გუბერნატორი სამხატვრო სკოლას სტუმრობდა

ქვემო ქართლის გუბერნატორი , გრიგოლ ნემსაძე მოადგილეებთან ერთად სამხატვრო სახელოვნებო სკოლა „არტ კერას” სტუმრობდა.გუბერნატორმა ბავშვთა საერთაშორისო კონკურსის „დამიხატე მშვიდობა” გამარჯვებული მოსწავლეების , ქეთევან სურმავას და ეკატერინე სეხნიაშვილის ნამუშევრები დაათვალიერა . გრიგოლ ნემსაძემ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დღესვე სამხატვრო სკოლაში ქვემო ქართლის გუბერნატორმა მოსწავლეებთან ერთად ხატვაში მიიღო მონაწილეობა.