,,შარდია, წყალი,თუ რა არის”-ადვოკატი აბაზოვის ბრალეულობას უარყოფს

თემურ აბაზოვის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას უარყოფს.როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ აბაზოვი ქვეყნიდან მიმალვას აპირებდა . მისივე თქმით,აბაზოვმა გამოძიებას კუთვნილი მობილური ტელეფონი ნებაყოფლობით გადასცდა.

„მტკიცებულებებით არ იკვეთება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული ჩაიდინა. უცნობია, რას ისვამს სახეზე დაზარალებული,შარდია თუ წყალი ,თუ რა არის.გვესმის კანონის უზენაესობა, მაგრამ მასალები დასაბუთებული არ არის. არც-ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც ძალადობრივი ქმედების ჩადენას დაამტკიცებს, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით არ შეიძლება აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება.მხოლოდ ერთი ჩვენება აქვს ბრალდების მხარეს და ის ადამიანიც ვერ იტანდა აბაზოვს. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ვერ ვიღებთ და არ გვესმის ხელშესახები მტკიცებულებები,რომ კონკრეტული პირი აპირებდა მიმალვას,მათ შორის არც ბილეთები. როცა აბაზოვი გაჩხრიკეს, მან ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას კუთვნილი მობილური ტელეფონი. იგივე იზოლატორში აიღეს დნმ და სისხლის ნიმუში, მაგრამ არ გაუწევია წინააღმდეგობა. ის თანამშრომლობს გამოძიებასთან“-განაცხადა ზვიად ასათიანმა.

ასათიანი განმარტებებს აკეთებს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, მისი თქმით საზღვარგარეთ ყოფნა, მიმალვას არ გულისხმობს. აბაზოვის ადვოკატის   განცხადებით, აბსურდულია ბრალდება იმის თაობზეც, რომ  დამოუკიდებელი დეპუტატი მერს საკრებულოში ემორჩილება.

,,თითქოს აბაზოვი დიქტატორი იყო მარნეულში.ეს არ არის ასე და ამაზე საქმის მასალები მეტყველებს“ -განაცხადა ზვიად ასათიანმა სასამართლოში შუამდგომლობის დაყენების დროს.