ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს 16:00-დან 17:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება 4987 აბონენტს რუსთავში მესხიშვილის, მეგობრობის, ლესელიძის, ლეონიძის, რუსთაველის, ტაშკენტის და მიმდებარე ქუჩებზე, 10:00-დან 19:00 საათამდე 3463 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში ტაზაქენდი, ბურმა, სადახლო, ლეჟბადინი, შულავერი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:30 საათამდე 681 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ახა, სარკინეთი, განახლება და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 6957 აბონენტს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში ყარაჯალარი, კარათაკლია, აქთაკლია, ახალწყალი, კუმისი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 1105 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი და დარბაზი, 11:10-დან 19:00 საათამდე 787 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, დურნუკი, მარაბდა, ქოთეში და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.