ქართველი მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში“ -პროექტის პრეზენტაცია გაიმართა tv4-ის პრესკლუბში. საკრებულოს დეპუტატმა და პროექტის ავტორმა ამირან ჯანჯღავამ, პროექტის ლიტერატურული საბჭოს წევრებთან ერთად პრეზენტაცია გამართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.პრეზენტაციაზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს მწერალთა კავშირის რუსთავისა და ქვემო ქართლის ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შეხვედრაზე განიხილეს ის ავტორები და მათი ციტატები,რომლებიც სპეციალურად დამზადებული ბანერების საშუალებით ქალაქში უნდა განთავსდეს. ლიტერატურული საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით შერჩეულ იქნა 72 მწერალი მათი სტრიქონი ან სტროფი, რომელიც პროექტის ფარგლებში ქალაქის მასშტაბით , მე-8 მიკრორაიონიდან შარტავას გამზირამდე განთავსდება. ქალაქში ქართველი მწერლების ფოტოსურათისა და ციტატების ამსახველი ბანერები უახლოეს დროში გამოჩნდება.