მარნეულის ინცინდენტთან დაკავშირებით ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი დაიწყო

მარნეულის ინცინდენტთან დაკავშირებით ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც ჟურნალისტებთან სასამართლო დარბაზში შესვლამდე საქართველოს პარლამენტის წევრმა “ენმ” -დან აზერ სულეიმანოვმა განაცხადა ის არ აღიარებს ბრალს და იბრძოლებს საკუთარი სიმართლისთვის. პროკურატურა სასამართლოს სულეიმანოვისთვის აღკვეთ ღონისძიებად გირაოს ითხოვს. დაცვის მხარე კი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. ბრალს  აღიარებენ   არც   ,,ქართული ოცნების წევრი” რამინ ალახვერდიევი და აბაზოვის ახლობელი, რომელიც არსებულ ინციდენტში არიან ბრალდებულები.