მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარებს, სოფელ ლეჟბადინის, მუღანლოს, ქუთლიარისა და ბაიდარის გზების მოასფალტების სამუშაოები.
აღნიშნული პროექტები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიოუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 848 912 ლარს, საედანაც 45% ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 55 % რეგიონის ფონდიდან ფინანსდება.
ოთხივე სოფელში გზის რეაბილიტაციის პროექტი ივლისის თვის ბოლოს დასრულდება.