დღეს დილიდან რუსთაველები თბილისში წასვლას ვერ ახერხებენ. რიგებია რუსთავის გაჩერებებზე.
მგზავრების თქმთ, ეგრეთ წოდებული ყვითელი მარშუტკების ლოდინი მათ დიდი ხნის განმავლობაში უწევთ.
Tv4.ge რუსთავიდან დედაქალაქში მგზავრთა გადაყვანებზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “ინტერნტრანსს” დაუკავშირდა. როგორც “ინტერტრანსში” აცხადებენ, დედაქალაქის მიმართულებით ამ დროისთვის ნაკლები ავტომობილი მუშაობს. კომპანიაში მძღოლების გაფიცვის ფაქტს უარყოფენ.