რუსთავში მაღაზია „ზუმერის „ ქურდობის ფაქტი გახსნილია. როგორც „ ქრონიკას“ შსს-ში განუცხადეს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქურდობის ფაქტზე იდენტიფიცირებულია 4 არასრულწლოვანი , რომლებმაც მაღაზიიდან „აიფონისა“ და „სამსუნგის“ ძვირადღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს . მობილური ტელეფონები ნივთმტკიცების სახით თბილისის ლომბარდებიდან იქნა ამოღებული.
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177- მუხლით მიმდინარეობდა , რაც ქურდობას გულისხმობს.