ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ავარიის დროს დაშავდა ორი ბავშვი, დედა და ბებია, ბავშვების მამა კი გარდაიცვალა.
როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ,ბავშვები ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება ბავშვების დედას და ბებიას, ისინი ბათუმის კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოჯახის ოთხი წევრი დაშავდა , ერთი დაიღუპა
ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი