თეთრიწრაროს მუნიციპალიტეტში ტურისტული ღონისძიება გაიმართა. ,,ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების ხელშეწყობის საინიციატივო ჯფუფის“ მიერ გამართულ ტურისტულ ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, სტუმრებს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალისა და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს . მოეწყო პრეზენტაციები, საგამოფენო სივრცე დაეთმო თემატურ ფოტო-მასალას, საუბარი შეეხო იმ საჭიროებების გამოვლენას, რომელიც რეგიონის ტურისტული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიებას ტურიზმის სამეცნიერო და აკადემიური წრეების წამყვანი სპეციალისტები, ტუროპერატორები, გიდები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.