მოსახლეობასა და გზების დეპარტამენტის სპეციალისტებს შორის შელაპარაკება მოხდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარე დასახლებაში გუშინდელი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასა და გზების დეპარტამენტის სპეციალისტებს შორის შელაპარაკება მოხდა.

ადგილობრივები ნალექის შედეგად გუშინ ღამით საცხოვრებელი სახლების დატბორვასა და წყალმოვარდნას რუსთავ-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობას უკავშირებენ. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ გზა არასწორად არის დაპროექტებული. მათი ინფორმაციით, წყალი და არხი ერთმანეთს აცდენილია და წყლის კალაპოტი ღრმა არ არის.

აღნიშნულ ინფორმაციას საგზაო დეპარტამენტის ინჟინრები არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ გზა და ხიდი სწორადაა დაპროექტებული. ამასთან, მათი თქმით, დასახლების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შესაძლოა, იქ პრობლემები მომავალშიც შეიქმნას