მარნეულში 7 წლის ბიჭი არხში დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა მარნეულში. სოფელ კიროვკაში 7 წლის ბიჭი არხში დაიხრჩო.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ბიჭს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს