მტკვარში დაკარგული 28 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში – ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, მტკვარში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.გარდაცვლილი 28 წლის რუსთაველი მამაკაცია, რომელიც მტკვარში ბანაობისას 25 ივნისს გაუჩინარდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 7 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა