საქართველოში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის გუნდის მატჩის დროს, ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები, რომლებმაც პალესტინის დროშა გაშალეს და მოწოდებით – „თავისუფლება პალესტინას!“- გამოვიდნენ – მიუღებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ნუმან ქურთულმუში ავრცელებს.
“მოძმე პალესტინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერა სინდისისა და მორალური პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ღირსეული პოზიციის მიმართ ძალადობით პასუხი სპორტის საყოველთაო ღირებულებებთან შეუთავსებელია და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს”, – წერს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი.
მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საკუთარ სპორტსმენებსა და მოქალაქეებს და სრულად დაიცავს მათ უფლებებს.
“მოველით, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები ამ მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიიღებენ აუცილებელ ზომებს. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საკუთარ სპორტსმენებსა და მოქალაქეებს და სრულად დაიცავს მათ უფლებებსა და სამართლებრივ გარანტიებს”, – აცხადებს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი.









