რა მდგომარეობაა ამ დროისთვის სტიქიის ზონაში? (+ფოტო)

სტიქიის ზონაში ქვემო ქართლის გუბერნატორი  და გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი იმყოფებიან.ადგილზე მობილიზებული არიან საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები. სტიქიის შედეგად ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე 12-მდე სახლი დაიტბორა და 15-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ზარალის დათვლის სამუშაოები დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ახლა კრწანისის ტერიტორიაზე   ტექნიკას ელოდებიან ,რათა  მოხდეს ტერიტორიის გაწმენდა.