სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა არის მობილიზებული

სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა არის მობილიზებული. ადგილზე იმ არხის გაწმენდა მიმდინარეობს, რომელსაც მოვარდნილი ღვარცოფი უნდა შეეჩერებინა.

გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად ყველაზე დიდი ზიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისს მიადგა . დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები. განადგურებულია შინაური ფრინველი და სასოფლო მეურნეობები.

ადგილზე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან.