„შპარგალკის“ გამო მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

ახალციხის საგამოცდო ცენტრში პროფესიული უნარების გამოცდაზე ერთ–ერთ მასწავლებელს დამხმარე მასალა აღმოაჩნდა. ამის გამო მას საგამოცდო აუდიტორია დაატოვებინეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

“დაახლოებით 13:00 საათისთვის დაფიქსირდა დარღვევა, მასწავლებელს დამხმარე მასალა, ე.წ. შპარგალკა აღმოაჩნდა, ამის გამო იგი გამოცდიდან გავუშვით”, – ამბობს ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს პროფესიული უნარების გამოცდას დაახლოებით 10 000 აპლიკანტი აბარებს.