ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები სამოქალაქო განათლების გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან საგამოცდო ცენტრებში 94%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა. დილიდან უხარვეზოდ მიმდინარეობდა პროცესი რუსთავის საგამოცდო ცენტრში. არ ყოფილა არც ერთი დაგვიანების შემთხვევა. ხვალ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდას სახვით ხელოვნებასა და ქიმიაში ჩააბარებენ.