ავტობანზე ბეტონშემრევი ავტომობილი ამოტრიალდა (+ვიდეო)

რუსთავი თბილისის დამაკავშირებელ ავტობანზე “კამაზის” მარკის ბეტონშემრევი ავტომობილი ამოტრიალდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ბუქსირებით გადაჰყავდათ რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილში არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. შედგა შესაბამისი ოქმი.