თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში” გადაიყვანა.ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მსუბუქი დაზიანებებით რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს და გამოკვლევები უტარდება.ექიმების ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.