ბოლნისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების გამოავლინეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალას მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, წიფლის სახეობის 2.5 მ3 საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

შედგა შესაბამისი ოქმი, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.