დაბრუნდება თუ არა ქალაქში ბიჭუნას ქანდაკება?!

ქანდაკება ქალაქში უახლოეს დროში გამოჩნდება

ბიჭუნას ქანდაკება, რომელიც მერიის მიმდებარედ, კოსტავას გამზირზე იყო განთავსებული, დაახლოებით ერთ კვირაში ქალაქში გამოჩნდება. როგორც რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელმა გეგი ლიპარტელიანმა, „ქრონიკასთან“ საუბარში განმარტა, ბიჭუნას ქანადეკება ამ დროისთვის რუსთავსერვისცენტრის სამსახურში ინახება, მისი რესტავრაცია უახლოეს დღეებში მოხდება.

„ როგორ მოგეხსენებათ, ქანდაკებას ფეხის ნაწილი აქვს დაზიანებული, რუსთავში იმყოფება  უკვე მისი  მოქანდაკე, ზომები აღებულია,   უახლოეს დროში მოხდება მისი რესტავრირება. დაახლოებით ერთ  კვირაში ბიჭუნას ქანდაკება  თავის ადგილს დაუბრუნდება“ -გეგი ლიპარტელიანი

შეგახსენებთ, ქანდაკებას ქვედა კიდურები კოჭთან აქვს დაზიანებული. ქანდაკების ავტორი მოქანდაკე მანუჩარ ოქროსცვარიძეა. ქანდაკება ზაფხულში, რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშრისო სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა , იგი დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს