„ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული ფილიალიდან

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული ფილიალიდან.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.