ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს,სადაც დმანისის ზ.კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული თეატრი სპექტაკლით ,,სისხლი” წარსდგა. სპექტაკლი რეჟისორმა ,გეგა ქურციკიძემ ნ.დუმბაძის მოთხრობების ,,სისხლის” და ,,ძაღლის” მიხედვით დადგა. სპექტაკლში მწერლის იუმორით აღსავსე შემოქმედება განსხვავებილი რაკურსით არის წარმოდგენილი. სცენაზე ,სოფელში ბებიას,ბაბუას,პატარა ნოდარისა და სხვა პერსონაჟების მიერ განცდილი ტკივილით და სევდით დატვირთული ისტორიები და დრამატული ყოფა თამაშდება. ფესტივალი 14 ივლისს ,ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეზე ,საზეიმოდ დაიხურება.მწერალს 90 წელი შეუსრულდებოდა.