დმანისის ზ.კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული თეატრი გასტროლით ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრს სტუმრობდა.დასმა მაყურებელს ნ.დუმბაძის ,,სისხლი” წარუდგინა. სპექტაკლის რეჟისორი გეგა ქურციკიძეა.სპექტაკლის შემდეგ საქართველოს თეატრალური საზოგადოების ინიციატივით დმანისისა და ქუთაისის თეატრებს შორის კულტურულ-შემოქმედებითი ურთიერთობების მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებთან, ლაშა ჩხვიმიანთან და კოტე აბაშისესთან ერთად ქუთაისისა და დმანისის მერებმა, გიორგი ჭიღვარიამ და გიორგი ტატუაშვილმაც მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე ესწრებოდა.