დმანისის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულს ,,დმანისობას” აღნიშნავს

დმანისში სახალხო დღესასწაული დმანისობა აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებები ტრადიციულად პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას დმანისობა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა და რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა მიულოცეს. საზეიმო კონცერტის მონაწილეებმა ქართულ და აზერბაიჯანულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. პანტიანის ტბის ტერიტორიაზე ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო , გაიმართა სპორტული შეჯიბრებები დოღში, მკლავჭიდში, გარბენსა და მძლეოსნობაში. წარმოდგენილი იყო ასევე ეთნოგრაფიული გამოფენები და ნაციონალური კერძები. დმანისობა ტრადიციულად ყოველ წელს  საზეიმოდ აღინიშნება.