დღეიდან მეხანძრეების ხელფასი იზრდება

პირველი ივლისიდან მეხანძრე-მაშველების ხელფასი 20 პროცენტით იზრდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე დღის წინ დაწერა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ხელფასების ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება.

მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების მომატების საკითხზე პარლამენტში რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. „ეს არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც 24 საათის განმავლობაში დგას სადარაჯოზე, რომელიც ახდენს ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.