ზაფხულში მზისგან დამწვრობის გამო, ამბულატორიული მომსახურება 420 ადამიანს დასჭირდა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, მზისგან დამწვრობის გამო, ამბულატორიული მომსახურება 420 პაციენტს გაეწია, აქედან 50 მათგანი სტაციონარში მოთავსდა.

მზისგან დამწვრობის გამო, ამჟამად, დამწვრობის ცენტრში მკურნალობას ოთხი ახალგაზრდა ქალი გადის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.

„ამ პაციენტებს შორის მინიმალური ასაკი 19 წელია, ხოლო მაქსიმალური – 26 წელი. ოთხივე მათგანი მზით დამწვარია“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, ზაფხულის სეზონზე დამწვრობის ცენტრს ლეღვის ფოთლების ნახარშით მიყენებული დამწვრობის გამო ორმა პირმა მიმართა, რომლებიც მკურნალობის კურსს ამჟამად აღარ გადიან.

გუგა ქაშიბაძის რეკომენდაციით, დღის 11:00 საათიდან 17:00-მდე გარუჯვისგან თავის შეკავებაა აუცილებელი. ის გარჯვის მსურველებს მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას ურჩევს.