საქართველოში არსებული ავტოპარკის თითქმის ნახევარს 20 წელზე ზემოთ ავტომობილები შეადგენენ

აქართველოში არსებული ავტოპარკის თითქმის ნახევარს 20 წელზე ზემოთ ავტომობილები შეადგენენ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ავტოპარკი სულ 899.600 მანქანისგან შედგება. აქედან, 3-წლამდე ავტომობილების რაოდენობა 1,3%-ია (11 695), 4-დან 6-წლამდე – 2,3% (20 691), 7-დან 10-წლამდე – 5,4% (48 578), 11-დან 20-წლამდე – 45% (404 820) და 20 წელზე ზემოთ – 46% (413 816).