„მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში მინდა გითხრათ, რომ არსებული რეგიონული მმართველობის სისტემები არის ძალიან არაეფექტური და ჩვენ აქ უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.
მან მცირე მთავრობის კონცეფცია კიდევ ერთხელ განმარტა და ხარჯების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება.
„უკვე ვისაუბრე მცირე მთავრობის კონცეფციაზე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ზღვარი, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ – 3,9 პროცენტი არის ძალიან ამბიციური ზღვარი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, ამის შედეგად, სოციალური პროგრამებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გამოთავისუფლდება.