მოქალაქეს ხელში ვაზნა აუფეთქდა

გვიან ღამით მოქალაქეს ვაზნა აუფეთქდა. შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა.  მამაკაცმა ვაზნას ჩაქუჩი ჩაარტყა რის შედეგადაც ვაზნა აფეთქდა. აფეთქების შედეგად მამაკაცმა ხელზე დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა ,,რუსთავში’’ გადაიყვანეს.

როგორც TV4.ge-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მამაკაცი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით საქმე 124 მუხლით აღიძრა რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.