სტიქიის ზონაში ქვემო ქართლის გუბერნატორი და გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი იმყოფებიან.ადგილზე მობილიზებული არიან საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები. სტიქიის შედეგად ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე 12-მდე სახლი დაიტბორა და 15-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ზარალის დათვლის სამუშაოები დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ახლა კრწანისის ტერიტორიაზე ტექნიკას ელოდებიან ,რათა მოხდეს ტერიტორიის გაწმენდა.