როგორ ავიცილოთ ზაფხულის ცხელ დღეებში ინფექციური დაავადებები?

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ სიფრთხილით შეარჩიონ საკვები .მოერიდონ მალფუჭებად საკვებს და დაიცვან პროდუქტის შენახვის წესები .საკვებით მოწამვლის ნიშნების შემჩნევისას დაუყონებლივ მიმართონ ექიმს და არ მიმართონ თვითნებურ მკურნალობას, ყურადღება მიაქციონ ისეთ  სიმპტომებს როგორებიცაა : ტემპერატურის მატება , პირღებინება , დიარეა , გაუწყლოების ნიშნები . რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი მოსახლეობას მიმართავს სისტემატიურად დაიბანონ ხელები,დაიცვან ჰიგიენის ნორმები  და მიიღონ რაც შეიძლება მეტი სითხე.

ზაფხულის ცხელ დღეებში ინფექციური დაავადებების  მატებას  საკვები  პროდუქტების არასათანადოდ დამუშავება და შენახვის წესების დარღვევა იწვევს . ზაფხულში განსაკუთრებით სახიფათოა ნახევარფაბრიკატები და მზა კერძები. როგორც „ქრონიკასთან ‘’ საუბრისას სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი მირანგულა ლიპარტელიანი აცხადებს კვებითი ტოქსიკური ინფექციის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არასათანადო პირობებში შენახული მალფუჭებადი პროდუქტები , დაავადებული ხორცი , თევზეული და რძის პროდუქტებია. სურსათის უვნებლობის სააგენტო მოსახლეობას  მოუწოდებს პროდუქტის შეძენისას ყურადღება გაამახვილონ ვარგისიანობის  ვადებზე ,  შეინახონ ჰერმანეტულად და ხილი და ბოსტნეული დიდხანს გარეცხონ გამდინარე წყალში.