რუსთავში მეტროს მშენებლობაზე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გადაცემაში ,,დიალოგი მერთან” ისაუბრა. მისი თქმით რუსთავში მეტროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და შესაძლებელია უახლოეს მომავალში ქალაქს მეტრო ჰქონდეს.
,,არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა,ამ ინფრასტრუქტურაზე მოძრაობს რკინიგზა და რეალურად შეიძლება ამ რკინიგზის გამოყენება. მოსაწესრიგებელია სადგური, ვაგონები და განრიგი. ჩვენ საუბარი გვქონდა რკინიგზასთან და ჩასულებიც ვიყავით. ბაქანის თემაა რომელიც უნდა მოეწყოს და დიდი თანხაც არ ჯდება, დათვლილი გვაქვს ყველაფერი მთავარია რკინიგზამ გადადგას ნაბიჯები და დავიწყოთ ამაზე მუშაობა. მოლაპარაკებები აღნიშნულ თემაზე ოფიციალურ დონეზეც გვქონდა,შევთანხმდით წერილობით ურთიერთობაზე. ჩვენი ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ რომ შესაბამისი შედეგი მივიღოთ’’- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.