როდის დასრულდება მუნიციპალიტეტის ახალი სერვის-ცენტრის მშენებლობა?

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ჭყონდიდელის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი გაეცნო. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გლობალ სერვის + ” რუსთავის მერიის დაკვეთით ახორციელებს. ადგილზე მოსახლეობას მუნიციპალური სერვისების მიღების გარდა, შესაძლებლობა ექნება ბიბლიოთეკით და საბანკო მომსახურებითაც ისარგებლოს. სამუშაოები სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. სავარაუდოდ, ახალ შენობაში მოსახლეობა მომსახურეობას უკვე წლის ბოლოდან მიიღებს. პროექტი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.