მერაბ დვალიშვილს, რომელსაც აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, გუშინ უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ, სპორტსმენები მხარდაჭერას უცხადებენ.
დვალიშვილსა და მის მეგობარს, 21 წლის საბა ლაზიშვილს სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა არაერთმა ქართველმა და უცხოელმა სპორტსმენმა, მათ შორის UFC-ის მოქმედმა და ყოფილმა ჩემპიონებმა გამოუცხადეს:
ილია თოფურია: როგორც გავრცელდა,უსმანიიმმშიშრებთანერთად დააკავეს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავენ? რა სირცხვილია,მშიშრებისგუნდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის ინდივიდები იყავით. ახლა კი ბოლო ეჭვიც გაფანტეთ. ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა ის სიტყვები არ არის, რომლებსაც ქადაგებ. ეს ის ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. თქვენ კი არც ერთი მათგანი არ გაგაჩნიათ!“
ზვიად ლაზიშვილი, საბა ლაზიშვილის ძმა: „მარჯვენაში გენაცვალე“.
UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონიშონსტრიკლენდი: „უსმანნურმაგოედოვიბ***-ის პირდაპირი განმარტებაა. ისინი ერთად დარბიან და თავს გაჩვენებენ, თითქოს ძალიან მაგრები არიან, მაგრამ ძაღლებივით იქცევიან, რომლებიც ელოდებიან, რომ თავს დაგესხან მაშინ, როცა არ უყურებ”.
UFC-ის მებრძოლიბრენდონროივალი: „იმ ამბავში ყველაზე მაგარი იცით, რა იყო? ის ბიჭი – მერაბთან ერთად, უკან რომ არ დაიხია. ორმა კაცმა იჩხუბა დაახლოებით ათის წინააღმდეგ”.
UFC-ის მებრძოლი ისრაელადესანია: „გველმა შეიძლება, კანი გამოიცვალოს მაგრამ მაინც გველად დარჩება. საბოლოოდ გამარჯვებულები მაინც თქვენ გამოხვალთ”.
UFC-ის ვეტერანი მებრძოლი რაფაელ დოსანიოსი: „ძალიან ცუდია. მერაბ, ნამდვილი კაცი ხარ”.
UFC-ის მებრძოლი რომან დოლიძე: „ყოვლად მიუღებელია, ყველაფერს თავისი სახლი უნდა ერქვას. არც სპორტული საქციელია და არც სწორი“. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური: „ნეტა, მანდ ვყოფილიყავი! მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე! ისეთი პასუხი გაეცით, როგორიც შეგვეფერება! შეიძლება, რიცხობრივად ცოტა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ქართულ გასაკეთებელსყოველთვის გავაკეთებთ! მაგ ტურებს სადაც შევხვდები, ჩემს წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ! მერაბ, შენთან ვართ!”
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი: „არაკაცური, არასპორტული საქციელი. მერაბ, შენს გვერდში ვართ, როგორც ყოველთვის”. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი. თორნიკე შენგელია: „2 ბევრის წინააღმდეგ და მაინც გამარჯვებულები გამოვიდნენ”









