რუსთაველი მგზავრების მანიფესტი კომპანია ,,ინტერტრანსის” წინააღმდეგ

რუსთაველი მგზავრები კომპანია ,,ინტერტრანსს უპირისპირდებიან. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში არსებული ვითარების გამო რუსთაველები ხელმოწერებს აგროვებენ. მგზავრებმა შექმნეს მანიფესტი რომლითაც  შპს “ინტერტრანსის” დამფუძნებლებს ზაზა ლომიძეს, დირექტორის მოადგილეს, თენგიზ სანიკიძეს და რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას მიმართავენ .მანიფესტში ნათქვამია რომ კომპანია ,,ინტერტრანსის’’  მგზავრები წლებია უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის მსხვერპლი არიან.  მგზავრები მოითხოვენ აღიკვეთოს „ინტერტრანსის“ და მის მიერ დასაქმებული მძღოლების უპასუხისმგებლო და უხეში მოპყრობა მგზავრების მიმართ,  შეკეთდეს და სათანადოდ მოეწყოს ყველა მათ დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები,აიკრძალოს რუსთავ-თბილისის მარშრუტზე იმ სამარშრუტოების მუშაობა , რომლებიც არ არიან აღჭურვილი კონდიცირების სისტემით,აღიკვეთოს მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბების და ავტოსაგზაო მოძრაობის სხვა წესების უხეში დარღვევის შემთხვევები.

აღნიშნულ მანიფესტში მონაწილეობა უკვე  1832 რუსთაველმა მიიღო.

https://manifest.ge/mobile/item/2222#.W1btdtXn59I.facebook