ქვემო ქართლის გუბერნატორი ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ქვემო ქართლის გუბერნატორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დეტალურად გაეცნო უკვე შესრულებულ სამუშაოებს.
საბავშვო ჯგუფებთან ერთად შენობაში განთავსდება სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზი, საბავშო ბაღის მიმდებარედ მოეწყობა და მოწესრიგდება გარე ინფრასტრუქტურა.პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.

მხარის გუბერნატორმა, სოფელ ალგეთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.