კულტურისა და დასვენების პარკში , ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზაფხულო სკოლა მოეწყო.რუსთაველებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სხვადასხვა პროფესიებზე, მონაწილეობდნენ ქიმიურ ექსპერიმენტებსა და გამოუსადეგარი ძველი ნივთების განახლებაში . დაინტერესებული პირებისთვის შეფ -მზარეულების მასტერკლასები ჩატარდა. 21:00 საათზე რუსთაველებისთვის ფილმის ჩვენება გაიმართება. ღონისძიებები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება .
საზაფხულო სკოლა ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.