რუსთავი სილამაზის კონკურსის ,,ტოპ მოდელ”- ის 10 წლის საიუბილეო ფინალს მასპინძლობს . კონკურსში 11 დან 15 წლამდე ქასთინგის წესით შერჩეული 22კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. სილამაზის კონკურსის ფინალურ ეტაპზე ჟიური გამარჯვებულ ათეულს და “ტოპ მოდელ 2018-ის” გამარჯვებულს გამოავლენს . ფინალისტები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში ,,მის მომხიბვლელობა’’ .,,მის ელეგანტურობა’’ და „მის შარმი“ .სამოდელო სააგენტო “ნატალი” შერჩეულ 10 მოდელთან სამუშაო ხელშეკრულებას გააფორმებს.
სილამაზის კონკურსის ჟიური სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლების და Tv4-ის გენერალური დირექტორისგან შედგება .
კონკურსი სამოდელო სააგენტოების „ნატალისა „ და „ელ სთაილის „ ორგანიზებით ხორციელდება .კონკურსის მედიამხარდამჭერი „tv4 “ და “რადიო 4 “.