რუსთავში პირველი ქართულ-ჩინური პროექტის გადაღებები მიმდინარეობს . პროექტის ფარგლებში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩინური სერიალის “the mask”-ის მეორე სეზონს იღებენ.სერიალის მეორე სეზონი 12 სერიისგან შედგება და ყველა სერიის გადაღება საქართველოშია დაგეგმილი . გადაღებები 55 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რუსთავში რამდენიმე სერიას გადაიღებენ.
სერიალის მეორე სეზონის გადაღებები ორ ნაწილად მიმდინარეობს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე და თბილისის ზღვაზე . პროექტზე მუშაობის პროცესში 300-მდე ქართველია დასაქმებული.