ფეხბურთის მატჩის ყურებისას რუს და ქართველ გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა

ბათუმში, ანბანის კოშკთან გვიან ღამით, რუსეთ-ხორვატიის ფეხბურთის მატჩის ყურებისას რუს და ქართველ გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს რუსმა ტურისტებმა შეატყობინეს. ტურისტების თქმით, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით, ინციდენტში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორმა ეკა ჭითანავამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ქართველმა გულშემტკივრებმა ანბანის კოშკთან რუსეთის დროშების ფრიალი გააპროტესტეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა