საქართველო-სომხეთის საზღვართან მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას განაგრძობენ. მაშველები ცეცხლის მცირე კერებს ებრძვიან.ხანძრის ადგილი ტექნიკისთვის მიუვალია, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველები რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ფეხით გადაადგილდებიან და ცეცხლის ჩასაქრობად წყალი სპეციალური ზურგჩანთებით მიაქვთ.
სადახლოში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე 50 ჰექტარი.











