თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 73 კი დაშავდა.ადგილობრივი მედიის ცნობით , სამგზავრო მატარებელი კაპიკულე-სტამბოლის რეისს ახორციელებდა, როდესაც საბერძნეთის საზღვართან ახლოს ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. კატასტროფის დროს მატარებელში 362 ადამიანი იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება , ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები .