ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში სარწყავი სატუმბი სადგური მოეწყობა. სადგურის მშენებლობისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია და დასრულების შემდეგ სარწყავი სადგური რაჭისუბნის 80 ოჯახს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს . სოფელს წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა სარწყავი წყალი და ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ .
რაჭისუბანში სარწყავი სატუმბი სადგურის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 000 ლარია გამოყოფილი .