სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა არის მობილიზებული. ადგილზე იმ არხის გაწმენდა მიმდინარეობს, რომელსაც მოვარდნილი ღვარცოფი უნდა შეეჩერებინა.
გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად ყველაზე დიდი ზიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისს მიადგა . დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები. განადგურებულია შინაური ფრინველი და სასოფლო მეურნეობები.
ადგილზე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან.