ტბაში 36 წლის მამაკაცი დაიხრჩო

რუსთავთან ახლოს ტბაში მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ახალ სამგორში 19 ივლისს მოხდა. მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ის წყალში ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.