პროფესიული უნარების გამოცდაზე 78 პედაგოგი არ გამოცხადდა

რუსთავის საგანმანათლებლო ცენტრში გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩატარდა .  დღეს   პედაგოგები გამოცდას, უცხო ენებში  და საინფორმაციო ტექნოლოგიებში აბარებდნენ . საგანმანათლებლო ცენტრში 17 სექტორი იყო დატვირთული.გამოცდაზე რეგისტრირებული 211 პედაგოგიდან  78 პედაგოგი არ გამოცხადდა .რეგისტრაციაზე არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევები . დღესვე რუსთავის საგამოცდო ცენტრში მეორე სესიაზე აბიტურიენტები გამოცდას ბიოლოგიაში ჩააბარებენ.